სპორტი

უკრაინელი სპორტსმენები რუსეთში გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობას არ მიიღებენ

Nusagi

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, იგორ ჟდანოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც უკრაინელი სპორტსმენები რუსეთში გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისი თქმით ეს შეჯიბრებები უკრაინელი სპორტსმენებისთვის სახიფათოა და მოუწოდა საერთაშორისო ფედერაციებს, არ დანიშნონ შეჯიბრებები რუსეთის ტერიტორიაზე.

მანამდე პრეზიდენტმა პოროშენკომ „დონბასის რეინტეგრაციის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა, სადაც რუსეთი “აგრესორად“ არის მოხსენიებული, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები კი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,956 ნახვა
%d bloggers like this: