უცხოური მედია

აშშ-ში ათასტონიანი ხიდი ხალხს თავზე ჩამოენგრა, არის მსხვერპლი

Nusagi

აშშ-ს ქალაქ მაიამიში, ერთ-ერთ ტრასაზე მდებარე საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. ტელეკომპანია NBC News-ის ცნობით, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი.

ხიდი ჩამონგრევამდე არ ფუნქციონირებდა, მისი გახსნა მომავალი წლისთვის იყო დაგეგმილი. ქალაქის ხელმძღვანელობის ჩანაფიქრით, ის განკუთვნილი იყო ბავშვებისთვის, რათა მათ სკოლამდე უსაფრთხოდ ევლოთ.

გავრცელებული ცნობით, არქიტექტორებმა ხიდი ისე დააპროექტეს, რომ მას ქარიშხლის სიმძლავრის ქარისთვის უნდა გაეძლო. მისი წონა 950 ტონა იყო და 52 მეტრი სიგრძე ჰქონდა. სამშენებლო სამუშაოები 11,4 მილიონი დოლარი დაჯდა.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,003 ნახვა
%d bloggers like this: