სოციალური ქსელები და მედია

მუმბაის ბაზარში გადაღებულმა გულისმომკვლელმა ფოტომ ინტერნეტი შეძრა

Nusagi

ის  გადარჩენას ცდილობდა და მხოლოდ ამის გამო  იპარავდა ხილს, ადამიანებმა კი შეიპყრეს და თოკებით  დააბეს. გარსშემორტყმული ბრბო  სანახაობით ერთობოდა, ერთ-ერთმა მათგანმა თავში ჯოხიც ჩაარტყა – წერს სოციალურ ქსელში ამერიკელი ფეისბუქმომხმარებელი კარა სანდერსი და ხელებშეკრული მაიმუნის ფოტოს აქვეყნებს. მისი თქმით, ფოტო ინდოეთში, ქალაქ მუმბაის ბაზარშია გადაღებული, სადაც მაიმუნი ხილს იპარავდა. “ჩვენ მათ ტყეები და საკვების წყარო წავართვით, იმის უფლებასაც აღარ ვაძლევთ, რომ ჩვენს სამყოფელს მოუახლოვდნენ”,-წერს კარა სანდერსი.

გულისმომკვლელი ფოტო ინტერნეტში ათეულობით ათასმა ადამიანმა გააზიარა, ფეისბუქმომხმარებლები აღშფოთებას გამოთქვამენ ცხოველის მიმართ მსგავსი მოპყრობის გამო.  თუმცა ფოტოზე აღბეჭდილი მაიმუნის შესახებ მუმბაის ადგილობრივმა გამოცემამ MumbaiMirror.com-მაც გაავრცელა ინფორმაცია.

გამოცემა წერს, რომ მაიმუნი საკმაოდ აგრესიული იყო და თვეების განმავლობაში  ქალებს ესხმოდა თავს. ტყეების დეპარტამენტმა ის დაიჭირა და იძულებული იყო, ხელები შეეკრა და ქალაქიდან ტყეში გაეყვანა. „ამჟამად მაიმუნი თავისუფალია და ტყეში დანავარდობს”-წერს გამოცემა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,971 ნახვა
%d bloggers like this: