ახალი დამატებული

დღეს ის პირები დააბრუნეს ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის ვადა ჰქონდათ დარღვეული

Nusagi

უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. სამშობლოში დღეს ის პირები დააბრუნეს, ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის ვადა ჰქონდათ დარღვეული.

საქართველოს მოქალაქეები ვენიდან, სპეციალური რეისით, თბილისის აეროპორტში 07:00 საათზე ჩამოფრინდნენ. ერთ-ერთი მათგანი, პაატა სულუხია აცხადებს, რომ ავსტრიიდან უკანონოდ გამოაძევეს.

“ჩემი დეპორტაციის პროცედურა დაიწყო 2017 წლის 5 დეკემბერს, რომელსაც არ დავეთანხმე, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დეპორტაციის უფლება საიმიგრაციო სამსახურს არ აქვს. ამის მერე საემიგრაციო სამსახურში გამოვცხადდი ხუთ დღეში და მომცეს საცხოვრებელი, ფულადი დახმარება შემიწყვიტეს  და განმიცხადეს, რომ ყოველდღე პოლიციაში უნდა მევლო. 2018 წლის 22 იანვარს შემომივარდა საცხოვრებელში პოლიცია და დამაკავა. მეორე დღეს სასამართლოზე ბრალი წამიყენეს, რომ პოლიციაში არ დავდიოდი და რომ დეპორტაციის პირობები დავარღვიე. სახლში რაც ნივთები მქონდა, შეკრიბეს და მოპარული გაქო მითხრეს, 52 დღე გავატარე ციხეში. დღეს კი სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამომიყვანეს ვენაში, მედავებოდნენ უკანონოდ გამოტანილი დეპორტაციის პირობების დარღვევას“, – განაცხადა პაატა სულუხიამ, რომელიც ერთ-ერთია საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, ვისი დეპორტაციაც განხორციელდა.

თებერვლის მონაცემებით, რეადმისიის საშუალებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 2 000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1 მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში აბრუნებენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,289 ნახვა
%d bloggers like this: