ახალი დამატებული

ედიშერ ქარჩავა: გუშინ ზურაბ ნეფარიძემ შემოიხვია კისერზე და თავის ჩამოკიდება უნდოდა

Nusagi

ზურაბ ნეფარიძის ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას განმარტებით, ზურაბ ნეფარიძეს პროკურატურა პირადი ცხოვრების გასაჯაროებით აშანტაჟებს და სასურველი ჩვენების მიღებას ცდილობს.

ადვოკატის თქმით, სექსუალური ხასიათის ჩანაწერები მაჟორიტარის ბიუროს ოფისში ფარულადაა გადაღებული.

„ის მივიდა სასოწარკვეთამდე, გუშინ ჰქონდა სუიციდის ფაქტს ადგილი. მან შემოიხვია კისერზე და თავის ჩამოკიდება უნდოდა, მაგრამ მიასწრეს. არ არის გამორიცხული, შემდგომშიც გაიმეოროს, ამიტომ, ის სპეციალური კონტროლის ქვეშ იქნა დღეს აყვანილი,“ – განაცხადა ქარჩავამ.

ადვოკატის თქმით, საქმეში არსებული კადრები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოფისში არის გადაღებული.

ბრალდებულის შვილი ასევე აცხადებს, რომ მამის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით მასაც დაემუქრნენ.

პროკურორის, ბექა ეჟიშვილის, თქმით კი, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი არ არსებობს.

„სისხლის სამართლის საქმეში არსებობს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სადაც ცალსახად და პირდაპირ ჩანს, როგორ იღებს და როგორ სძალავს ქრთამს ბიუროს თანამშრომლებს ზურაბ ნეფარიძე, უშუალოდ,“ – განაცხადა პროკურორმა.

დღეს ზურაბ ნეფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ციხის საავადმყოფოში გაიმართა. ბრალდებულს გულის ოპერაცია ჩაუტარდა.

ნეფარიძის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი ორშაბათს გაიმართება. სხდომა კვლავ საასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკაში ჩატარდება

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,399 ნახვა
%d bloggers like this: