სპორტი

“რეალის” მთავარი სატრანსფერო მიზანი ზაფხულში პარი სენ-ჟერმენის ფორვარდი ნეიმარი იქნება

Nusagi

მადრიდის  “რეალის”  მთავარი სატრანსფერო მიზანი ზაფხულში  “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ნეიმარი იქნება. ესპანეთის ჩემპიონი ელოდება ბრაზილიელი ფეხბურთელისა და მისი მამის გადაწყვეტილებას პსჟ-დან წასვლის შესახებ.

“რეალის” ხელმძღვანელობა განვითარების ორ გზას განიხილავს. პირველი, ნეიმარში 300 მილიონი ევროს გადახდა და მასთან კონტრაქტის გაფორმება. მეორე, ნეიმარის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, ორი-სამი ტოპ-კლასის ფეხბურთელის ყიდვა, რომლებიც კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ითამაშებენ.

პარალელურად, ინტერნეტგამოცემა Sport.es წერს, რომ ნეიმარს სურს, “რეალში” ტრანსფერი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატამდე იყოს მოგვარებული.

ფეხბურთელმა მამას სთხოვა, მადრიდულ კლუბთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ნეიმარს არ სურს, მომავალ ტრანსფერზე ფიქრმა მუნდიალის მსვლელობისას ხელი შეუშალოს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,400 ნახვა
%d bloggers like this: