ახალი დამატებული

ადამიანები საბაგიროდან 12 მეტრი სიმაღლიდან ხტებოდნენ და ფეხებს იმტვრევდნენ

Nusagi

გუდაურში მომხდარი ინციდენტის შესახებ თვითმხილველები “ქრონიკას“ უამბობენ. ერთ-ერთი ხარკოველი ტურისტის თქმით, ადამიანები საბაგიროდან 12 მეტრი სიმაღლიდან ხტებოდნენ და ფეხებს იმტვრევდნენ.

ალექსანდრე ვედომცოვის თქმით, საბაგიროზე სამნი ისხდნენ, როდესაც ის გაჩერდა და უკან დაიწყო ბრუნვა. “ძალიან შეგვეშინდა. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა. 10 მეტრი სიმაღლიდან გადმოვხტით. ერთმა ვერ მოასწრო. მე არ ვიცი მას რა დაემართა“, – განაცხადა ვედომცოვმა.

ტურისტები მომხდარის შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

გუდაურში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

წყარო: imedinews

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,226 ნახვა
%d bloggers like this: