საზოგადოება

აშშ-ში სკოლის დირექტორი, რომელმაც სქესის შეცვლა გადაწყვიტა, სამსახურიდან გაუშვეს

Nusagi

აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში დაწყებითი სკოლის დირექტორი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ სქესის შეცვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ New York Post წერს.

52 წლის ტომ დენიელსმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სახალხოდ განაცხადა და თებერვალში სკოლის ყველა მოსწავლის მშობელს შეტყობინება გაუგზავნა . ტრანსგენდერად ქცეულმა დირექტორმა სახელად შენონი დაირქვა.

თუმცა, სკოლის ხელმძღვანელობამ თანამშრომლის სითამამე ვერ დააფასა და წლის ბოლომდე ფასიან შვებულებაში გაუშვა. სამსახურში დირექტორი უკვე ვეღარ დაბრუნდება, რადგან მას კონტრაქტს აღარ გაუგრძელებენ, ამის შესახებ სასწავლებლის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, პამელა ანჯელაკისმა განაცხადა. დენიელსი სკოლაში 2012 წლიდან მუშაობდა.

 

 

 

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,600,106 ნახვა
%d bloggers like this: