სოციალური ქსელები და მედია

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება

Nusagi

‘’ქართული მარშის’’ წევრები დახურულ კარს მიღმა, ბათუმის მერს ლაშა კომახიძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს შეხვდნენ.

აუდიენციის დასრულების შემდეგ, ‘’ქართული მარშის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ბათუმში მალე დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება.

‘’ბათუმის მერია, საკრებულო და ჩვენ  ერთ პოზიციაზე აღმოვჩნდით. უახლოეს მომავალში  კონკურსი გამოცხადდება, შეარჩევენ შესაბამის ადგილსაც და ზღვისპირა ქალაქში დავით აღმაშენებლის ძეგლი აღიმართება,” – ამბობს ბრეგაძე.

ქალაქის მერი კი განმარტავს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი ნებისმიერ ქალაქს დაამშვენებდა. ლაშა კომახიძის თქმით, მხოლოდ კომუნიკაციის პრობლემა იყო, ეს საკითხი კი საკამათო არ უნდა გამხდარიყო.

‘’ქართული მარშის’’ წევრები დღეს საკრებულოს სხდომაზე მივიდნენ. ისინი ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებით იმუქრებოდნენ.

ბათუმის საკრებულომ მარშის წევრებს რამდენიმე დღის წინ წერილობით უპასუხა.

“ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიაჩნია, რომ დავით აღმაშენებელი არის სიმბოლო ერთიანი და ძლიერი საქართველოსი და მისი ძეგლის დადგმის საკითხი არ შეიძლება გახდეს დაპირისპირების და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი’’

წყარო:ajaratv.ge

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,229 ნახვა
%d bloggers like this: