ახალი დამატებული

გუდაურში მომხდარზე ეკონომიკის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

Nusagi

გუდაურში მომხდარზე ეკონომიკის სამინისტრო განმარტებას აკეთებს, როგორც განცხადებაში წერია, გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა.

“ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები, ადგილზე მუშაობს სამი სასწრაფოს ბრიგადა, რომლებსაც დაშავებულები გადაჰყავთ ჯერ გუდაურის ამბულატორიაში, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე მათი ჰოსპიტალიზაცია რეანომობილებით იქნება უზრუნველყოფილი. ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომოანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათ გამოაგზავნონ ექსპერტები. სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად უზრუნველყოფს დაშავებულთა მკურნალობის ყველა ხარჯის ანაზღაურებას,” წერია განცხადებაში.

გუდაურში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ენერგოპრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ გუდაურის ზონაში ძაბვის გათიშვა ან ძაბვის პარამეტრების რაიმე სახის ცვლილება არ მომხდარა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,299 ნახვა
%d bloggers like this: