განათლება

თბილისში სექტემბრისთვის ათი ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნება

Nusagi

თბილისის საკრებულოში სააგენტოს სამთვიანი მუშაობის დეტალური ანგარიში წარვადგინეთ და მინდა გითხრათ, მოკლე დროის მიუხედავად, ბევრი პროექტის დაწყება შევძელით, – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ.

“ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ბავშვთა უსაფრთხოებაა. ეს არის მულტისექტორული თემა, რომელიც ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა შენობების ინფრასტრუქტურული, კონსტრუქციული მდგრადობა, “ყაზტრანსგაზის“ მოთხოვნების დაკმაყოფილება, სახანძრო უსაფრთხოება, სათამაშო მოედნების უსაფრთხოება, ვიდეო მონიტორინგის გაძლიერება და ჰიგიენისა და კვების კუთხით მონიტორინგის გააქტიურება“, – განაცხადა გვანცელაძემ.

მისი თქმით, თბილისის მასშტაბით ცამეტი ახალი ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი და უკვე სექტემბრისთვის ათი ახალი ბაღი გაიხსნება.

როგორც კახაბერ გვანცელაძემ აღნიშნა, სააგენტომ კონკრეტული ნაბიჯები ინკლუზიური განათლების კუთხითაც გადადგა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელიც კონკრეტულ სასწავლო და ინდივიდუალურ გეგმებს შეიმუშავებს.

გვანცელაძემ ასევე თქვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს რეფორმაზე, რის შედეგადაც თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტო უფრო მეტად კონსალტინგზე იქნება ორიენტირებული და ბაგა–ბაღების თანამშრომლები საკონსულტაციო მომსახურებას მიიღებენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,399 ნახვა
%d bloggers like this: