პოსტები სოციალური ქსელიდან

მოქალაქემ უცხოელი მუსიკოსებისთვის რუსთაველზე დაკვრის უფლების აკრძალვა მოითხოვა

Nusagi

რუსთაველის გამზირზე მოქალაქემ გამოიძახა პოლიცია, რადგან რუსთაველის მეტროსთან სამხრეთამერიკულ ეთნომუსიკის დამკვრელები რუსთაველისა და საქართველოს შეურაცხყოფად მიაჩნდა.

ადგილზე მისულ პოლიციას მოქალაქე უმტკიცებდა, რომ მათ არ ჰქონდათ რუსთაველის გამზირზე დაკვრის უფლება და პოლიციას სთხოვდა, მათი უფლება შეეზღუდა. პოლიცია კი ცდილობდა მოქალაქის დარწმუნებას, რომ ამ ადამიანებს საჯაროდ მუსიკის დაკვრის უფლება ჰქონდათ.

ამ პერიოდის განმავლობაში ქუჩის მუსიკოსები გაჩერებული იყვნენ და არ უკრავდნენ- ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის მომხმარებელმა ნიკოლოზ ჰუმანოიდმა გაავრცელა.

,,შოთა რუსთაველის ქანდაკების წინ რომ ყოფილიყო ქართული მუსიკა… ეს პატივისცემას დაიმსახურებდა”, – ეუბნებოდა მოქალაქე პოლიციელებს.

ვიდეოში ისმის, რომ მოქალაქემ მუსიკოსები ადრეც გააფრთხილა, რუსთაველის ძეგლთან არ უნდა დაეკრათ.

,,ესენი რომ ოფიციალურად აკეთებდნენ კონცერტს, ბოლობოლო მეც წავიდოდი, მაგრამ ეს არის ადგილი, სადაც ხალხი დადის… აქ არის შოთა რუსთაველის ქანდაკება და ასეთი უმსგავსობა არ უნდა იყოს გამართული”, – ამბობს მოქალაქე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,400 ნახვა
%d bloggers like this: