პოლიტიკა

რუსეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად შესვლის უფლებას არ მისცემენ

Nusagi

უკრაინაში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობით უწყებებში რუსეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად შესვლის უფლებას არ მისცემენ. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა  განაცხადა.

“უწყებებში შესვლის უფლება მხოლოდ დიპლომატიური სტატუსის მქონე პირებს ექნებათ”, – განაცხადა ავაკოვმა.

უკრაინაში რუსებისთვის 4 საარჩევნო პუნქტია ორგანიზებული – კიევის საელჩოში, ასევე ოდესის, ხარკოვისა და ლვოვის საკონსულოებში.

ავაკოვის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ მიუხედავად საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნებისა, რუსეთმა ყირიმში არჩევნების ჩატარებაზე უარი არ თქვა.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,398 ნახვა
%d bloggers like this: