უცხოური მედია

სასამართლომ მოსარჩელე გარდაცვლილად ცნო მიუხედავად მისი პროტესტისა

Nusagi

რუმინეთის მკვიდრმა, რომელიც შეცდომით გარდაცვლილად მიიჩნიეს, სასამართლოს ვერ დაუმტკიცა, რომ ის ცოცხალია. ამის შესახებ Assosiated Press წერს.

63 წლის კონსტანტინე რელიუს საქმე პარასკევს, 16 მარტს რუმინეთის ქალაქ ვასლუიში განიხილებოდა. მისი არგუმენტები უარყოფილი იქნა იმის გამო, რომ აპელაცია გვიან შეიტანა.   სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მამაკაცმა თავისი „სიკვდილის” შესახებ მაშინ შეიტყო. როდესაც 26 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა. 1992 წლიდან რელიუ თურქეთში ცხოვრობდა და სამშობლოში დარჩენილ ოჯახს არ ეკონტაქტებოდა. მეუღლემ გადაწყვიტა, რომ ის გარდაიცვალა და 2016 წელს გარდაცვალების მოწმობა გააფორმა.

ორი წლის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ რელიუ დეპორტით რუმინეთში გაამგზავრა ვადაგასული საბუთებით. მამაკაცამა ჩასვლისას აღმოაჩინა, რომ ის გარდაცვლილად იყო მიჩნეული. “ოფიციალურად მკვდარი ვარ, თუმცა ცოცხალი ვარ. არ მაქვს შემოსავალი და არაფრის გაკეთება არ შემიძლია, რადგან მკვდრად ვითვლები”-აცხადებს ის.

 

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,302 ნახვა
%d bloggers like this: