Uncategorized ახალი დამატებული

ყველაფერს გავაკეთებთ რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება

,,მუდმივ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას დღეს გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 
ყველა შესაბამისი უწყება პირველივე წუთებიდან მობილიზებულია დაშავებულთა დასახმარებლად. მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ, რამდენიმე ადამიანი ვერტმფრენით და რეანიმობილით გადმოყვანილია თბილისში და აქ გადის მკურნალობას. 
დაწყებულია გამოძიება. ასევე, უახლოეს დროში საქართველოში ჩამოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის ვითარებას, დადებს ობიექტურ დასკვნას და უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება და ჩრდილი არ მიადგეს იმ იმიჯს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მათ შორის, თავისი სამთო-სათხილამურო კურორტებით, საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა”-გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

Facebook Comments