საზოგადოება

ჩვენი ქსელის შეფერხების ან ძაბვის რაიმე ცვალებადობა არ არის მიზეზი ამ სამწუხარო ფაქტის

Nusagi

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი მიზეზი ჩვენი ქსელის შეფერხების ან ძაბვის რაიმე ცვალებადობის არ არის მიზეზი ამ სამწუხარო ფაქტის – განცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ გუდაურში მომხდართან დაკავშირებით. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საბაგიროს გაუმართაობა დენის გათიშვამ გამოიწვია, არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ არცერთ აბონენტს შეფერხებით არ მიუღია ელექტროენერგია.

„ადგილზე გადავამოწმეთ ჩვენი კუთვნილი ქსელის ყველა უჯრედი, ყველა კომპონენტი და გათიშვა არ ფიქსირდება, არათუ ავარიული გათიშვა, არამედ ძაბვის არცერთი პარამეტრის მერყეობაც არ ფიქსირდება. არცერთ აბონენტს გუდაურში შეფერხება არ ჰქონია ელექტროენერგიის მომარაგებით და შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი მიზეზი ჩვენი ქსელის შეფერხების ან რაიმე ძაბვის ცვალებადობის არ არის მიზეზი ამ სამწუხარო ფაქტის,“ – განაცხადა ბოცვაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,069 ნახვა
%d bloggers like this: