პოსტები სოციალური ქსელიდან

გუშინ ,,ვეტერანების” ნაწილი ოფიციალურ წვეულებაზე დაპატიჟებულთა 1000-კაციან სიაში ვერ მოვხვდით

Nusagi

,,გუშინ  “იმედის” დაბადების დღე იყო. ზუსტად 15 წლის წინ მქონდა ბედნიერება ფანტასტიკურ გუნდთან ერთად გამეხსნა ახალი ტელეკომპანიის ეთერი.   მადლობას გიხდით ყველას და აქვე ვულოცავ ყველა  იმედელს ამ თარიღს. 
იმათგან, ვინც რეალურად შეიტანა წვლილი ,,იმედის” შექმნაში ბევრი ცოცხალი აღარაა. მინდა მოწიწებითა და სიყვარულით გავიხსენო ბადრი, სევა ვილჩეკი, თემურ ხუბულავა, დათო „ასა“ ასათიანი, ჯანრი კაშია, ალეკო ჯიბლაძე, დათო „წიპა“ კობახიძე, ნინი ანდღულაძე, „დიდი ჯიმი“ – მამუკა ჯაფარიძე, ლევან ქვარიანი, ჯანო ინაძე, ზაურ საგინაძე, გოგა ყალიჩავა, „ჭუბრიკა“, კოლია სოსნოვსკი, გიორგი კიკნაძე… ვიღაც უთუოდ გამომრჩება… ღმერთმა გაანათლოს ყოველი მათგანის სული…

გუშინ “ვეტერანების” ნაწილმა – ვინც ოფიციალურ წვეულებაზე დაპატიჟებულთა 1000-კაციან სიაში ვერ მოვხვდით („იმედი“ მართლა „სახალხო“ გახმხდარა. აკი, ჩვენს ეთერში გასვლასაც უკვე ამ პროცესთან დაუკავშირებელი და სრულიად უცხო ადამიანები ზეიმობენ!) – სპონტანურად გადავწყვიტეთ ერთად შეყრა და იმდროინდელი ამბების „ალტერნატიულ“, მოკრძალებულ სუფრასთან გახსენება.

სამწუხაროდ, ბევრი ჩვენიანის კოორდინატები არ ღმოგვაჩნდა, ზოგს ვერ დაგიკავშირდით (ტოგო, გოგიჩა – გირეკეთ და ვერ გაგაგონეთ), ზოგს საქმეები აღმოაჩნდა (კახა, კაპნო, იაგო, ჩუთლიკა), ზოგიც ავად გამხდარა (ალპენგოლდი, მაია ყიფიანი, ლევან ერისთავი)…

ძველებიდან “იმედში” დარჩენილებს სიამოვნებით ვიხილავდით ჩვენს გვერდით, მაგრამ ერთდროულად ორ ადგილას ყოფნა ფიზიკურად შეუძლებელია.  არა უშავს, მერე იყოს…
ჩვენ კი მართლაც კარგად ვიმხიარულეთ. აი ისე, ნაღდ „იმედს“ რომ შეეფერება! “-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბიძინა ბარათაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,400 ნახვა
%d bloggers like this: