ეკონომიკა

ნუგზარ ჩაჩანიძე- Greenlife-ი თავის მობინადრეებს ჰარმონიულ და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს უქმნის

Nusagi

საბურთალოზე, მინდელის 9-ის მიმდებარედ, რამდენიმე ჰექტარზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება, რომელსაც ულამაზესი ეზო, რეკრეაციული ზონა, საფეხმავლო-სარბენი ბილიკები, ბავშვთა გასართობი კომპლექსი  და რაც დღეს ყველაზე მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა გარემო ექნება. სამუშაოებს კომპანია Greenlife აწარმოებს. “ინფო ფოსტალიონი” კომპანიის დირექტორთან, ნუგზარ ჩაჩანიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

 

ბ-ნო ნუგზარ, მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ

-მოგესალმებით, კომპანია GreenLife-ი 2014 წელს დაარსდა. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა , საქართველოში შევქმნათ ხარისხიანი, კომფორტული, ჰარმონიული და მომხმარებლების სურვილსა და ინტერესზე მაქსიმალურად მორგებული გარემო. ხარისხზე მუდმივი ზრუნვა და მისი გაუმჯობესება ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია.

-გვიამბეთ თქვენი კომპანიის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.

-კომპანია GreenLife-ს დასრულებული კომპლექსი აქვს ვაკეში ჟვანიას #26-ში, GreenLife Apartament-ი,  10 სართულიანი საცხოვრებელი კოპლექსია, რომელიც პარკირების 2 ზონით, გამწავანებული მიმდებარე ტერიტორიით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და მთელ თბილისზე პანორამული ხედებით გამოირჩევა. დღეისათვის კომპანია საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ანხორციელებს საბურთალოზე, მინდელის 9-ის მიმდებარედ. ParkHill Saburtalo-ს ფართი შეადგენს  1-ჰექტარამდე ტერიტორიას. კომპლექსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით. გამწვანებულ ეზოს დაეთმობა 3000 კვ.მ, აქ იქნება შიდა საფეხმავლო-სარბენი ბილიკები, ბავშვების გასართობი, სავარჯიშო და დასასვენებელი ადგილი. კომპლექსს ემიჯნება რეკრეაციული ზონა. ეკოლოგიურად სუფთა გარემო ჩვენს მობინადრებს შეუქმნის მშვიდ, ჰარმონიულ და უსაფრთხო საცხოვრებელ პირობებს.

  

-რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს კომპანიაში და რა არის თქვენი გუნდის მიზნები და პრიორიტეტები?

-პროექტის სხვადასხვა ეტაპზე დასაქმებულია 100-მდე ადამიანი,  გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალი თანამშრომლებით. მთავარი მიზანია, შევქმნათ ისეთი პროექტები, რომელიც გამორჩეული იქნება თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, მრავალფეროვნებით, თანამედროვე არქიტექტურით და სრულად კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით.

 

-რატომ Greenlife? როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი სავიზიტო ბარათი და რა უპირატესობები გაქვთ სხვა უამრავ სამშენებლო კომპანიასთან შედარებით?
-რატომ GreenLife? რადგან ჩვენ ვირჩევთ ჰარმონიულ და უსაფრთხო გარემოს, ჩვენი სავიზიტო ბარათია ინდივიდუალური მიდგომა და მყიდველის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება და დაცვა. კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები, შრომის უსაფრთხოების დაცვა, საიმედობაა, თანამედროვე და დახვეწილი დიზაინი. ჩვენ გვსურს მობინადრეებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული და ჰარმონიული საცხოვრებელი გარემო.

  

  

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,600,117 ნახვა
%d bloggers like this: