მოგზაურობა

-აუ გოაზე ნარკატა ყრია არა? შეკითხვა რომელიც ჩემს ჩათში ლიდერობს

Nusagi

ლალი მოროშკინა

ინდოეთი, გოა. 17.03. 2018

-აუ გოაზე ნარკატა ყრია არა? შეკითხვა რომელიც ჩემს ჩათში ლიდერობს.

ეეჰ,ჩემო კარგებო,”ნარკატა” და ფერად-ფერადი ჰალუცინოგენები მარტო გოაზე კი არა, მთელ მსოფლიოში “ყრია”, მაგრამ ასეთი დახამება არავის ემართება როგორც ჩვენ! შემიძლია სანაძლეო დავდო,რომ აქ, ამ სამოთხეში ჩამოსულ უმრავლესობას არც ეშმაკის ჩანჩქერი უნახავს, არც ეგზოტუკური ცხოველებით სავსე ნაციონალური პარკი და არც აქაური ეკლესიები და მონასტრები…

არადა გოა 1961 წლამდე პორტუგალიის კოლონია იყო და აბსოლიტურად განსხვავდება დანარჩენი ინდოეთისგან. არავიის ზღვა, თეთრი ქვიშა და გავარვარებული მზე, რომელიც წყალში კი არ ჩადის, არამედ ჰორიზონტზე “ეკიდება” და შემდეგ თითქოს შხუილით ენარცხება ტალღებს (დედას გეფიცებით არაფერი მომიწევია, მართლა ასეა)

ხოდა რაც შეეხება “ანდერგრაუნდულ დვიჟენიას”, ესეც გოას ლეგენდის ნაწილია. ხიპების მექა, ნელ-ნელა ჰიპსტერების საყვარელ ადგილად გადაიქცა. აქ ჩამოდიან ამერიკიდან, ევროპიდან და რუსეთიდან, თუ გავითვალისწინებთ, რომ რესტორნებში მენიუ რუსულადაც წერია და საერთოდ “რუსო ტურისტო” მნიშვნელოვნად ამდიდრებს გოას შტატის ბიუჯეტს-შესაბამისად ყველა ტურისტში სანუკვარ “რუსო”-ს ხედავენ.

მოკლედ,მობერებულ-მოფარჩაკებული ჰიპსტერები ბევრი ტატუთი ჩამოწელილ ხორცებზე და მობოდიალე ელემენტები გოას თავად ინდოელებს ეწილებიან და მერე რა რომ აქ წყალი არ ილევა, მწერები გჭამენ, ვირთხები და კატები საღამოს ჩვეულებრივად დასეირნობენ, გველები მშვიდობით მისრიალებენ და ძროხები კი შუა გზაში დადიან… …სამაგიეროდ ზღვა და ქვიშა მართლაც საშურია, სამზარეულო ადაპტირებული და გემრიელი, ხალხი კი მომღიმარი და არააგრესიული.

        

ჭუჭყი ინდოეთის მთავარი პრობლემაა, რასაც სამთავრობო დონეზე გამოუცხადეს ბრძოლა და აი პარკში შესულს წყლის ბოთლებს გინომრავენ, რომ ემანდ სადმე არ მიაგდო! მომწონს ეს ინიციატივა, ერთი კალაძესაც უნდა გავუზიარო…  ასე და ამგვარად ჩემი ექსპედიცია თბილ, არა ცხელ გარემოში (+35) მოიწევს წინ, პოსტპორტუგალიური გოას ასათვისებლად, არადა სანახავი კიდევ ბევრია!

   

P.S გული არ მითმენს გუდაურის ინციდენტს არ გამოვეხმაურო,აგერ აქ ტურისტულ გოაზე უამრავი შემთხვევა მომხდარა,სადაც ხან დაიხრჩო ტურისტი,ხან ავადსახსენებელმა “ნარკატამ” გაუშვა იმ ქვეყნად, ხან გველმა უკბინა და ხან წყალმა მოწამლა, მაგრამ არცერთ გოელს ამაზე არ აუფეთქებია სოც.ქსელი და არ აუტეხავს ვიშვიში,რომ გოელებს ღმერთი გვსჯისო… არა!

უღიმიან ტურისტებს, ამდიდრებენ საკუთარ მხარეს, არ საუბრობენ უბედურ შემთხვევებზე!!! ასე რომ ძვირფასებო სალამი გოადან, რომელიც ვერც ჩანჩქერით გაგვაოცებს, ვერც ინფრასტრუქტურით, ვერც კულტურით და ვერც ტყე-პარკებით… მხოლოდ საკუთარი ერის სიყვარულია საშური….

       

„ინფო ფოსტალიონი” მადლობას უხდის ლალი მოროშკინას გოაზე მოგზაურობის შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,589,766 ნახვა
%d bloggers like this: