პოლიტიკა

ზაზა ჭაია ჟურნალისტებს მიმართავს- ამ ტერმინის გამოყენებით მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს

Nusagi

„სამართალდამცველთა ლიგის ” წევრი ზაზა ჭაია ქართველ ჟურნალისტებს თხოვნით მიმართავს, ოკუპირებულ ტერიტორიებს არასწორი ტერმინებით ნუ  მოიხსენიებენ და მტერს მისი სურვილის აღსრულებაში უნებურად ხელს ნუ შეუწყობენ.

„ჟურნალისტებო, მეგობრებო!

მოგონილი ტერმინის – ,,სამხრეთ ოსეთის” დამკვიდრებით და ,,სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის” შექმნით, ადრე ოკუპანტი – საბჭოთა კავშირი ნაღმს დებდა და ბზარს უჩენდა საქართველოს გულს და ორგანიზმს, დღეს კი ოკუპანტი – რუსეთის ფედერაცია ცდილობს ,,ისტორიული სამართლიანობის აღდგენას”, ,,სამხრეთ ოსეთის” ,,ჩრდილოეთ ოსეთთან” გაერთიანებას და თავის შემადგენლობაში შეყვანას, ხოლო ჩვენ ყველა ეთერში (დღეს, გუშინ, გუშინწინ), ამ მ ო გ ო ნ ი ლ ი ტერმინის გამოყენებით, უ ნ ე ბ უ რ ა დ, მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს.

არც საქართველოს, არც კავკასიის და არც რუსეთის ი ს ტ ო რ ი ა არ იცნობს არავითარ ,,სამხრეთ ოსეთს”. რუსეთმა 1921 წლის ანექსიის შემდეგ მოახდინა კავკასიონის ქედის ორივე კალთაზე მდებარე, საქართველოს ისტორიული კუთხის – დ ვ ა ლ ე თ ი ს (პირიქითა და პირაქეთა) ანექსია, ხოლო დღეს შ ი დ ა ქართლის ოკუპაციას ახდენს და ანექსიას ცდილობს.

ამიტომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღსანიშნავად წ ა რ მ ო უ დ გ ე ნ ე ლ ი ა ტერმინების: ,,სამხრეთ ოსეთის”, ,,ოსეთის”, ,,ე. წ. სამხრეთ ოსეთის”, ,,ცხინავალის რეგიონის” გამოყენა, ასევე მ ც დ ა რ ი ა ტერმინ ,,სამაჩაბლოს” ხმარება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან მხოლოდ მდინარე ლიახვის შუა და ზემო ხეობას მოიცავს და ოკუპაციის მთლიან მასშტაბს აშკარად ვერ ასახავს.

ამის გათვალიწინებით, უმორჩილესად გ თ ხ ო ვ თ, ქართლში ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიას ვუწოდოთ – შ ი დ ა ქართლი (XVI ს-ან ერქვა ზ ე მ ო ქართლი, XVII ს-ან დღემდე შ ი დ ა ქართლი), რითაც გარდა იმ დიდი საქმისა, რასაც თქვენ ოკუპაციის წინააღმდეგ უკვე აკეთებთ, მტერს კიდევ უფრო გაურთულებთ თავის ავი ზრახვების აღსრულებას!”-ნათქვამია განცხადებაში. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,623 ნახვა
%d bloggers like this: