პოსტები სოციალური ქსელიდან

თამარ ჩერგოლეიშვილი-ჩვენი NGO სექტორის დიდი ნაწილი უკიდურესად კლანური და ორმაგი სტანდარტის მატარებელია

Nusagi

„სამსახურეობრივი მდგომარეობის, ან ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოყენებით სექსის გამოძალვა, ან სექსის გამოძალვის მცდელობა არის ძალადობა.

ვინც ეს იცოდა და კლანურობის გამო, თვალს ხუჭავდა, არის ძალადობის თანამონაწილე – მაგრამ არ მიკვირს.

ჩვენი NGO სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ უკიდურესად კლანური და ორმაგი სტანდარტის მატარებელია, ეგ საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი.

მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ ზღვარმა იარსებოს – ვიცოდეთ რა არის ძალადობა და რა, უბრალოდ უზნეობა – თუ ფიზიკური ძალის, ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების ფაქტი არ არსებობს – ეს ყველაფერი უბრალოდ უზნეობა, ან უზრდელობაა.

თუ გვსურს ეს პროცესი კუდიანებზე ნადირობას არ დაემსგავსოს, ეს ზღვარი უნდა დავიცვათ.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე „ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,787 ნახვა
%d bloggers like this: