რელიგია

საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქთან ნიკა გვარამიას შეხვედრის შესახებგანმარტებას აკეთებს

Nusagi

საქართველოს საპატრიარქო კათოლოკოს-პატრიარქისა და რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეხვედრის შესახებ განმარტებას აკეთებს . შესაბამისი განცხადება საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ა.წ. 15 მარტს, ხუთშაბათს, შედგა ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქთან.

სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და ,,შაბათის კურიერის“  ,,პრომოშიც“ გამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია.

ბ-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას  ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნი ნ. გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.

კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია  და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ.გვარამიას) ნებაა,  თუ როგორ იმოქმედებს.

P.S.  რომ არა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაჟღერებული არასწორი  ინფორმაცია, ეს განმარტება არ გაკეთდებოდა.”-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,302 ნახვა
%d bloggers like this: