განათლება

ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით მშობლებს, ესაუბრეთ მინიმუმ 15 წუთი თქვენს შვილებს

Nusagi

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე განაცხადა, რეალობა ძალიან მძიმეა და საჭიროა გუნდური მუშაობა.

„ჩვენ გვაქვს იდეა, მშობელსა და სკოლას შორის გაფორმდეს ხელშეკრულება. აქ ფსიქოლოგიური ასპექტიც არის. ანუ თუ მშობელმა იცის, რომ გარკვეულ პრობლემასთან აქვს საქმე, მათ შორის ოჯახის სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეატყობინოს სკოლას და პირიქით, სკოლამ უნდა უთხრას მშობელს, რაღაც ისეთს ვამჩნევ და მიაქციეთ თქვენც ყურადღება.

საჭიროა გუნდური მუშაობა. რეალობა მძიმე გვაქვს. ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით მშობლებს, ესაუბრეთ მინიმუმ 15 წუთი თქვენს შვილებს“,  – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,307 ნახვა
%d bloggers like this: