რელიგია

წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა მწვანედ განათდა

Nusagi

წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად თბილისის ანძა მწანედ განათდა. წმინდა პატრიკის დღეს მთელი მსოფლიო 17 მარტს აღნიშნავს.

წმინდა პატრიკის დღე სახალხო დღესასწაულია ირლანდიის რესპუბლიკაში, ჩრდილო ირლანდიაში, ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორში და მონტსერრატში. მას ასევე ფართოდ აღნიშნავს ირლანდიური დიასპორა გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, აშშ-ში, არგენტინაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში. “მწვანედ განათების” აქციას მსოფლიოს ბევრი ქალაქი უერთდება.

დღესასწაულზე მსოფლიო ღირსშესანიშნაობების მწვანედ განათება ირლანდიის ტურიზმის სააგენტოს ინიციატივის Global Greening-ის ფარგლებში ხორციელდება. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ირლანდიასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლოა, რაც ირლანდიას აძლევს არსებული ურთიერობების გაღრმავებისა და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობას.

თავდაპირველად წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებული იყო ცისფერი ფერი, მაგრამ შემდგომში მწვანე უფრო მეტად დაუკავშირდა. წმინდა პატრიკის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა მე-17 საუკუნის დასაწყისში და შემდგომ ირლანდიური კულტურის ზეიმად იქცა. ამ დროიდან პატრიკის დღესასწაულზე მწვანე ბაფთებსა და სამყურა ფოთლებს ატარებდნენ. ამბობენ, რომ წმინდა პატრიკი სამყურა ფოთოლს იყენებდა წმინდა სამების პრინციპის ასახსნელად ირლანდიელებისთვის.

წმინდა პატრიკი – ქრისტიანი წმინდანი, ირლანდიისა და ნიგერიის მფარველი. თაყვანისცემა გავრცელებულია კათოლიციზმში, ასევე პროტესტანტულ მიმდინარეობებში (მაგალითად, ანგლიკანურ, პრესვიტერიანულ და ლუთერანულ ეკლესიებში).

წმინდა პატრიკს უამრავი ტაძარი და ეკლესია მიუძღვნეს მთელ მსოფლოში, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი არის – დუბლინის წმინდა პატრიკის ტაძარი, აშენებული 1191 წელს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,698,616 ნახვა
%d bloggers like this: