ახალი დამატებული

ამ დროისთვის  სრიალი ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გარდა იმ ერთისა სადაც უბედურება მოხდა

Nusagi

ამ ეტაპზე გუდაურის ყველა სათხილამური ტრასაზე, გარდა დაზიანებული საბაგიროს მონაკვეთისა, მოთხილამურეთა დაშვება ნებადართულია, ამის შესახებ   მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ლევან ზაუტაშვილმა განაცხადა.

„ადგილზე იმყოფება სამაშველოი სამსახურის უფროსი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და ა.შ. ჩემს მიერ ჩამოთვლილმა ყველა ადამიანმა გავინაწილეთ სასტუმროები, რომლებიც აქტიურად არის დატვირთული ამ ეტაპზე. ტურისტები რჩებიან ადგილზე. მათი ვიზიტი გრძელდება. ამ დროისთვის  სრიალი ყველა საბაგიროზე, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, გარდა იმ ერთისა, სადაც  ეს უბედურება მოხდა“, – განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.

მისივე თქმით, გუდაური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ტურისტების მიღებას და მათთვის სხვადასხვა სახის მომსახურება ჩვეულებისამებრ ხელმისაწვდომია.

ადგილზე კვლავ იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის, მთის კურორტების განვითრების კომპანიისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,028 ნახვა
%d bloggers like this: