პოსტები სოციალური ქსელიდან

ვპატიობ იმასაც, შევარდნაძის ხელმოწერილი  ფოტო ჩემი ყოფილი კაბინეტიდან რომ მოიპარა

Nusagi

,,იცით, ახლა ვუყურებ ლეონიდ კანევსკის ძალიან საინტერესო დოკუმენტალურ ფილმს, «Слудствие вели…»… გირჩევთ… 
ძალიან ბევრი სერიაა – 400-მდე…ზოგი მართლა საინტერესოა… ისეთ რაღაცეებს გაიგებ, გაგიჟდები,
მაგრამ მაინც სულ მიკვირს ერთი რამე… საიდან ჩნდებიან ეს ანონიმშიკები? არ ვიცი, მეც ბევრჯერ მწყენია რამე, გულიც დამწყვეტია ძალიანაც მაგრად, სუნთქვა რომ არ შემეძლო იქამდე, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია  რომ ვიღაცა ჩამეშვა, სადმე რამე დამეწერა…

საერთოდ, როცა რაღაცას წერ, უნდა იყო პასუხისმგებელი თითოეულ სიტყვაზე და ასოზე, თორემ შენი ერთი ცალი სიტყვა, თოფივით გასროლილი, ზუსტი ტყვიასავით  შეიძლება ვიღაცას გულში მოხვდეს…

ახლა, როდესაც „ცოტა გავიზარდე“, განსაკუთრებით ვაქცევ ხოლმე ყურადღებას ასეთ დეტალებს…

რაღაცეები მახსენდება… რაღაცეები ისედაც სულ მახსოვს…

ბევრი რაღაცა ვიცი, უმრავლესობას არ ვამბობ და არც გავამხელ, იცით რატომ?  ადამიანს აქვს შეცდომების დაშვების უფლება…ადამიანია… ღმერთი კი არა… ღმერთმა შეუნდოს…მე უბრალოდ ვპატიობ…

ვპატიობ იმასაც, ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერილი  ფოტო საელჩოში ჩემი ყოფილი კაბინეტიდან
რომ მოიპარა…,  ძალიან ადრე, კომპარტიის კანდიდატის ბარათი   რომ ამომიღეს ჩანთიდან
აშშ-ში წასვლამდე,…. პასპორტი რომ მომპარეს  ვიზა რომ ვერ დამერტყა…,  4 იანვარს რომ გავიგე  1 იანვრიდან ჩემი გათავისუფლება  სტამბოლის საელჩოდან…..!!

ყველას ყველა ტკივილს ვაპატიებ,  მაგრამ იცით რა არის მთავარი?  ისინი თუ აპატიებენ საკუთარ თავს…
ამაშია საქმე….!!”- წერს ლელა ანჯაფარიძე- მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძის ქალიშვილი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,772,903 ნახვა
%d bloggers like this: