“ახალი ძალების მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საყვარელიძემ არ ისურვა გაემხილა , თუ რა წყაროებით ფინანსდება მისი დასვენება უკრაინის ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. საუბარია ლვოვში მდებარე სასტუმრო Edem Resort Medical & SPA-ზე, სადაც ერთი ღამის გათენება 1400 დოლარი ჯდება.
“მე მალდივებში არ ვისვენებ, ნუთუ უკრაინაში მეტი პრობლემა არ არსებობს?-უპასუხა გაღიზიანებულმა საყვარელიძემ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა დაუსვა, ხომ არ აფინანსებს მის დასვენებას რომელიმე ოლიგარქი?-წერს უკრაინული გამოცემა “ლეოპოლისი” და მკითხველს შეახსენებს, რომ პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” მთავარი ლოზუნგია ოლიგარქების ფულზე და ხალხის ხარჯზე ფუფუნებით ცხოვრებაზე უარის თქმა.
Facebook Comments