ამბროლაურის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ამბროლაურის რაიონის სოფელ მუხლთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას საააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მათივე ინფორმაციით, მძღოლიც და მის გვერდით მჯდომი მკაციც ადგილზე გარდაიცვალნენ.
ადგილზე სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: