ბათუმში მცირეწლოვან ბავშვს რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში მცირეწლოვან ბავშვს რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა  ჰოსპიტალში წაიყვანა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ექიმების თქმით, მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ ვინც  სატრანსპორტო საშუალებას მართავს რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

Facebook Comments
%d bloggers like this: