პოსტები სოციალური ქსელიდან

თინა გამყალბებელი, ბოკერია პოლიტშანტაჟისტი და მათი მიმდევრები ვერ ისვენებენ

Nusagi

,,ყველამ ვიცით, რომ ინგლისში რუსეთ-ბრიტანეთის ორმაგი აგენტი მოწამლეს, გვარად სკრიპალი. ეს საქმე ბურუსითაა მოცული. ბრიტანეთმა ბრალი დასდო რუსეთს. საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკამ მხარი დაუჭირეს ბრიტანეთს. იტალიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, პოლონეთმა, თვით ბელგიამ და ევროკავშირის დანარჩენმა ქვეყნებმა ჯერ-ჯერობით დუმილი ამჯობინეს და ჩვენ რა შუაში ვართ?

ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მაგრამ თინა გამყალბებელი, ბოკერია პოლიტშანტაჟისტი და მათი მიმდევრები ვერ ისვენებენ. ბრიუსელს უნდათ გაასწრონ და დაასწრონ. ბრიუსელზე ადრე უნდათ, რაიმე განცხადება გავაკეთოთ და კვლავ შარში აღმოვჩნდეთ.

თუ ვინმემ არ იცის, გაცნობებთ, რომ თავად ევროკავშირმა ამ საკითხის განხილვა 22-23 მარტისთვის დაგეგმა. მანამდე ევროკავშირის 20-ზე მეტმა ქვეყანამ დუმილი არჩია. ამ ვითარებაში, ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიცია უკავია. ჯერ-ჯერობით დუმილი ურჩევნია, როგორც ევროკავშირის 20-ზე მეტ ქვეყანას. ნუ ავყვებით ხიდაშელ-ბოკერიების ისტერიკას. ვიფიქროთ არა რუსეთზე, არა ბრიტანეთზე, არა ბრიუსელზე და ა.შ. არამედ საქართველოსა და საქართველოს ინტერესებზე” – წერს  პატრიოტთა ალიანსის ერთ ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,230 ნახვა
%d bloggers like this: