სოციალური ქსელები და მედია

მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პუტინმა საჯაროდ მოკლა, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ

Nusagi

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არის ერთადერთი ადამიანი, ვისი ვისი საჯაროდ მოკვლაც პუტინმა შეძლო, თუმცა, მაინც ცოცხალია.

„მე უფრო გამიმართლა, ვიდრე სხვებს. პუტინს მიაჩნია, რომ მას ყველას და ყველაფრით მანიპულირება შეუძლია. ის მიიჩნევს, რომ მსოფლიო ცინიკური ადგილია და ყველას ყიდვა შეიძლება. მას აქვს ეს უპირატესობა, ვინაიდან ის ყოველთვის ხელისუფლებაშია. დასავლელი ლიდერები იცვლებიან, ხოლო ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ხელისუფლებაშია. მას შეუძლია ჰქონდეს გრძელვადიანი გეგმები. გაიხსენეთ, ის არის ადამიანი, რომელიც შემპირდა, რომ ერთი ადგილით ჩამომკიდებდა. მე ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პუტინმა საჯაროდ მოკლა, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ. უფრო გამიმართლა, ვიდრე სხვებს.

მე არ გამიკვირდა ის ამბავი, რაც სკრიპალთან დაკავშირებით მოხდა, ვინაიდან თავის დროს ლიტვინენკოს საქმეზე სათანადო რეაქცია არ იყო. ვფიქრობ, გარკვეული მიზეზების გამო რუსები ფიქრობდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის მიდგომები რუსეთთან მიმართებაში უფრო რბილი იქნებოდა, ვიდრე ამერიკის. მე ვერ წარმოვიდგენ, რომ მათ იგივე ტრამპის ამერიკაში ჩაიდინონ, ვინაიდან ამას შეიძლება მკაცრი რეაქცია მოჰყვეს. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ გასცა პასუხი ამ სიტუაციას ტერეზა მეიმ. მან გაითვალისწინა თავისი წინამორბედების შეცდომები. სტალინის დროიდან მოყოლებული ამგვარი ლიკვიდაციის ბრძანებებს მხოლოდ მთავარი ლიდერი იძლევა რუსეთში. სტალინი პირადად აწერდა ხელს სიკვდილით დასჯის ბრძანებებს, ხოლო პუტინი იმით ამაყობს, რომ სტალინისნაირი ლიდერია. ვერავინ გაბედავდა სკრიპალის მოშორებას პუტინის ბრძანების გარეშე. ასე მუშაობს ეს სისტემა რუსეთში. პუტინს არ სჯერა სიყვარულის ან პატივისცემის, პუტინს მხოლოდ შიშის სჯერა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: Media agency Eurus.ge

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,600,117 ნახვა
%d bloggers like this: