პოსტები სოციალური ქსელიდან

რობერტ სტურუა: თვალებს არ ვუჯერებთ – რობერტ დე ნირო კარებში დგას და ჩვენ სიმღერას უსმენს…

Nusagi

რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. რეჟისორი სწლების წინ, ჰოლივუდის მსახიობ რობერტ დენიროსთან შეხვედრას იხსენებს.

“დღეს რეპეტიცია არ მაქვს, თანაც გრიპი შემეყარა და ამიტომ ვზივარ და რაღაცეებს ვიხსენებ – ალბათ სიბერის ბრალია, მემუარების სენმაც დამჯაბნა.

უცხოეთში მიმავალი დასი ზის ჩემ დიდ ნომერში სასტუმრო მოსკოვში…ისევ ვქეიფობთ, ისევ ლერია თამადა, კარები ღია გვაქვს – ძალიან ცხელა და იმიტომ… უეცრად ლერი გაოგნებული ჩურჩულებს: “რობერტ დე ნირო, რობერტ დე ნიროოო!” გავხედეთ და თვალებს არ ვუჯერებთ – რობერტ დე ნირო კარებში დგას და ჩვენ სიმღერას უსმენს…

წამოვხტით, მოვიპატიჟეთ, ოცი წუთი ჩვენთან მოილხინა, ავუხსენით ვინ ვართ, რანი ვართ – გაეხარდა, მაშინ სსრკ-ში მისი ფილმები, “ირემზე ნადირობის” შემდეგ, აკრძალული გახლდათ… გაეხარდა, რადგან მოსკოვის ფესტივალზე არავინ იცოდა ვინ არი ეს დე ნირო… და, თუ არ ვცდები, კმაყოფილი წავიდა.

ჩვენც მეორე დღეს საფრანგეთში გავემგზავრეთ…ერთ კვირაში ვბრუნდებით ავინიონიდან, ისევ იმ ნომერში, იმპროვიზებულ სუფრასთან, ისევ ლერის თამადობით, ისევ მრავალჟამიერს ვმღერით… და…ისევ კარებში გაოგნებული რობერტ დე ნირო დგას. გათამამებული ლერი: ო, რობერტ, კარგ დროს მოგვისწარი, სწორედ ახლა შენ სადღეგრძელოს ვსვამდითო. კი მაგრამ გასტროლები?- გვეკითხება რობერტი. რად გვინდა გასტროლები, ქეიფი არ ჯობია…აქ ვართ და შენ გიცდიდითო…გაეცინა და შემოგვიერთდა…აპა”,-წერს რობერტ სტურუა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,651 ნახვა
%d bloggers like this: