საგარეო პოლიტიკა

როგორ აყალბებენ არჩევნებს მოსკოვის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე (ვიდეო)

Nusagi

მოსკოვის ოლქში, ლიუბერცის საარჩევნო უბანზე სათვალთვალო კამერამ ბიულეტენების ჩაყრის პროცესი აღბეჭდა. ვიდეო youtube-ზე აიტვირთა, რის შემდეგაც საარჩევნო კომისიამ განცხადება გააკეთა.

მოსკოვის ოლქის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის თქმით, გაყალბება დილის 9:00 საათზე მოხდა. შედეგად ანულირებულია ყველა ბიულეტენი, რომელიც აღნიშნულ ყუთში ჩაიყარა.

გამოქვეყნებული კადრების თანახმად, კომისიის ერთ-ერთი წევრი ელოდება, როდის გავა ამომრჩეველი , იღებს მაგიდიდან ბიულეტენებს და ურნაში ყრის. ერთი წუთის შემდეგ კვლავ იგივეს იმეორებს. მას კომისიის სხვა წევრიც უერთდება . ისინი ერთად ყრიან ბიულეტენებს, სანამ ამომრჩევლები შევლენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,229 ნახვა
%d bloggers like this: