უცხოური მედია

რუსეთის მოქალაქემ, ჟერარ დეპარდიემ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე ხმა მისცა

Nusagi

ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა რამდენიმე წლის წინ მიიღო,რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე ხმა მისცა საფრანგეთში, რუსეთის საელჩოს შენობაში. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყება.

სააგენტოს ცნობით, დეპარდიე საარჩევნო უბანზე პარიზის დროით დაახლოებით 10:00 სთ-ზე გამოცხადდა. მსახიობს ტყავის ქურთუკი ეცვა და მუქი ფერის სათვალე ეკეთა მიუხედავად იმისა, რომ პარიზში წვიმიანი დღეა.

დეპარდიემ აღნიშნა, რომ ხმის მიცემის დროს ხელმძღვანელობდა პატრიოტიზმის და რუსეთისადმი სიყვარულის გრძნობით.

18 მარტს, რუსეთში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს 8 კანდიდატი: სერგეი ბაბურინი (პარტია „რუსეთის საერთო სახალხო კავშირი”), პაველ გრუდინინი (რუსეთის კომ.პარტია), ვლადიმირ ჟირინოვსკი (ЛДПР), ვლადიმერ პუტინი (მოქმედი პრეზიდენტი), ქსენია სობჩაკი ( სამოქალაქო ინიციატივა), მაქსიმ სურაიკინი (რუსეთის კომუნისტები”), ბორის ტიტოვი Партия роста და  გრიგორი იავლინსკი («Яблоко»)

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,399 ნახვა
%d bloggers like this: