უცხოური მედია

რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქალაქე რაკეტა „Сармат”-ის კოსტიუმში გამოცხადდა

Nusagi

რუსეთში, სადაც დღეს პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს,ერთ-ერთ უბანზე მოქალაქე რუსული  ბალისტიკური რაკეტის,  „Сармат’-ის კოსტიუმში გამოწყობილი გამოცხადდა ხმა მისცა. ფოტო რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს, რომლის კომენტარებში ძირითადად ასეთი შეფასებებია : “რუსეთის ყველაზე საშიში იარაღი მისივე იდიოტები არიან”, “საღამოს მათ რაოდენობას დაითვლიან”.

ქალაქ არზამასის საარჩევნო უბანთან დივეევსკის რაიონის ამომრჩეველი, რომელიც მოშორებულ სოფელში ცხოვრობს,  დელტაპლანით მიფრინდა. ლიპეცკში ტყუპი ძმები რუსი გოლიათების ფორმებში გამოწყობილები მივიდნენ, РЕН ТВ-ის ცნობით კი , ჩეჩნეთში, „ბედნიერმა” ამომრჩევლებმა საარჩევნო უბნების წინ ცეკვა-თამასი გააჩაღეს.

18 მარტს, რუსეთში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს 8 კანდიდატი: სერგეი ბაბურინი (პარტია „რუსეთის საერთო სახალხო კავშირი”), პაველ გრუდინინი (რუსეთის კომ.პარტია), ვლადიმირ ჟირინოვსკი (ЛДПР), ვლადიმერ პუტინი (მოქმედი პრეზიდენტი), ქსენია სობჩაკი ( სამოქალაქო ინიციატივა), მაქსიმ სურაიკინი (რუსეთის კომუნისტები”), ბორის ტიტოვი Партия роста და  გრიგორი იავლინსკი(«Яблоко»)

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,600,085 ნახვა
%d bloggers like this: