განათლება

ქვეყანას ყველაზე კოლორიტული მასწავლებელი დააკლდა- გია ჭანტურია გარდაიცვალა

Nusagi

ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული მასწავლებელი  და დამიანი, დიდი პროფესიონალი და ყველასთვის საყვარელი პედაგოგი გია ჭანტურია დააკლდა.

გია ჭანტურიას მოსწავლეების თქმით, ის არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ მათი საუკეთესო მეგობარი და გვერდში მდგომი პიროვნება იყო. უაღერსად თბილი, პოზიტიური და ყველასთვის “თავისიანი” გეოგრაფიის მასწავლებელი გამორჩეულად უყვარდათ ბავშვებსდა თითოეულ მათგანს ეგონა, რომ „გია მასწ”-ის ყველაზე საყვარელი მოსწავლე თვითონ იყო.

” მე ამ ადამიანისგან უამრავი რამ მაქვს ნასწავლი. მისი ერთ-ერთი საყვარელი მოსწავლე ვიყავი და ძალიან მეამაყება, რომ ესეთი მასწავლებელი მყავდა. სამწუხარაროა, რომ კიდევ ბევრი მოსწავლის აღზრდაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ღმერთმა გაანათლოს მისი ფაქიზი და ერთგული სული. უჯიგრეს გია მასწს გაუმარჯოს!!!”-წერს ერთ-ერთი მისი ყოფილი მოსწავლე სკოლა “ჯეჯილის” ფეისბუქგვერდზე.

“ჯეჯილის” შემდეგ გია ჭანტურია 55-ე სკოლის დირექტორი იყო, სადაც ასევე უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა მოსწავლეებს შორის.

იგი იყო როგორც სასკოლო, ასევე სამეცნიერო მნიშვნელობის არაერთი წიგნის ავტორი, უდიდესი წვლილი მიუძღვის  ქართული კულტურისა და საგანმანათლებლო საკითხის პოპულარიზაციაში. სხვა ქვეყნების კულტურისა და განათლების დანერგვაში, გამორჩეულია მისი ურთიერთობა დიდი ბრიტანეთის ოჯახთან . მთელს ქალაქში იყო ცნობილი გია ჭანტურიას განსაკურებული სიყვარული ბრიტანეთის დედოფლის მიმართ და ელისაბედ მეორისგანაც საპასუხოდ, ხშირად იყო ხოლმე მიწვეული ბრიტანეთის სამეფო კარზე.

სამწუხაროდ, მძიმე სენმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იჩინა თავი, ქვეყანაზე და ადამიანებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი შეიწირა.

ნათელში იყოს მისი სული.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,399 ნახვა
%d bloggers like this: