Uncategorized სამართალი

შემთხვევა 2016 წლის ზაფხულში, გონიოში პლაჟზე მოხდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივნის გიორგი მიქაუტაძის საქმის განხილვა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გრძელდება.

საუბარია საქმეზე, რომელსაც პროკურატურამ კვალიფიკაცია ჯერ შეუცვალა, მოგვიანებით კი ორივე მიმართულებით დაიწყო გამოძიება – თავდაპირველად ეს იყო ბავშვის ცემის ამბავი, რაშიც მშობლები: თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე მოსამართლეს სდებენ ბრალს, მოგვიანებით კი პირიქით მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარაში დასდო პროკურატურამ ბრალი ხაჭაპურიძეს და ხაჩიძეს, შესაბამისად დაზარალებულის სტატუსი აქვს მოსამართლეს. შემთხვევა 2016 წლის ზაფხულში, გონიოში პლაჟზე მოხდა.

მიქაუტაძის მუქარაში ბრალდებულები, რომლებიც გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული, ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან და სასამართლო პროცესში მონაწილეობა სკაიპის საშუალებით სურთ, რასაც არ ეთანხმება პროკურატურა. უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება მოზარდის შესაძლო ცემის ფაქტზე.

წყარო: ajaratv

Facebook Comments