უცხოური მედია

101 წლის ქალმა საკვერცხის გადანერგვის წარმატებული ოპერაციის შემდეგ ბავშვი გააჩინა

Nusagi

ანატოლია ვერტადელამ – 101 წლის იტალიელმა ქალმა 4 კგ წონის ბავშვი გააჩინა საკვერცხის გადანერგვის შემდეგ, რაც ფართოდ იქნა გაკრიტიკებული სამედიცინო სფეროს პროფესიონალების მიერ, მისი მეტისმეტად ხანდაზმული ასაკის გამო, იუწყება ნეაპოლის გამოცემა Rivista.

უკანონო და სადავო ქირურგიული ოპერაცია კერძო კლინიკაში, თურქეთში გაკეთდა, სადაც ევროპული კანონები საკვერცხის ტრანსპლანტაციაზე არ ვრცელდება, აცხადებს ასი წლის დედა, რომელსაც არ უნდა გაამჟღავნოს კლინიკის სახელი, სადაც ოპერაცია ჩატარდა.

“მე უზომოდ მადლობელი ვარ მედიკოსების გუნდის, რომელმაც გადაწყვიტა ოპერაციის ჩატარება,” აღიარა მან ცრემლმორეულმა. “ამდენი ხანი თავს გამოუსადეგარ ადამიანად ვგრძნობდი, იმის გამო, რომ ვეღარ ვაჩენდი ბავშვს, მას შემდეგ, რაც 48 წლის ასაკში საკვერცხის კიბო დამიდგინდა. დიდი ხნის განმავლობაში მჯეროდა, რომ ღმერთი მსჯიდა, რადგამ მე მხოლოდ 16 შვილი გავაჩინე, მაგრამ ღმერთმა თავისი ღვთაებრივი სიკეთით კიდევ ერთხელ მიბოძა ნაყოფიერება”, -აცხადებს საუკუნის ასაკის მხურვალე კათოლიკე ქალბატონი.

ექიმ პოპოლიჩის, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს, რომ პროცედურა უაღრესად საკამათო იყო, სჯერა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მისი პაციენტის არჩევანი იყო. “ვინ ვარ მე, რომ განვსაჯო, სწორი მოქმედება იყო ეს, თუ არა? მან გააჩინა ლამაზი ბავშვი და ეს სასწაულებრივი დაბადება ნამდვილად ღვთის საჩუქარია!”, -განუცხადა მან ჟურნალისტებს. “ოპერაცია იყო სრულიად კანონიერი თურქეთში და გაკეთდა მაღალპროფესიონალი ქირურგების მიერ. ქალბატონი თავს ჯანმრთელად გრძნობს მისი ასაკისთვის და ჩემი პროგნოზით, მას წინ ჯერ კიდევ ბევრი საუკეთესო წლები ელის თავის შვილთან ერთად. ბევრი ბავშვი იბადება ამ სამყაროში სურვილის წინააღმდეგ ან შემთხვევით. არ არის ეს მშვენიერი, როდესაც იცი, რომ ეს ბავშვი ამ ქვეყანას მოევლინა მოსიყვარულე სახლში? “,-ჰკითხა მან ჟურნალისტებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ ვერტადელას ქმარი 1998 წელს გარდაიცვალა, საუკუნის ასაკის ქვრივმა შეძლო ეშოვნა სპერმის დონორი, რათა დაბადება შესაძლებელი ყოფილიყო. “მე ფრანჩესკოს მამა ინტერნეტით გავიცანი, როდესაც ვცდილობდი მეპოვა ჩემი შვილის მამა. ეს 26 წლის კაცი არის კათოლიკე და ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მინდოდა, ჩემი შვილი დაბადებულიყო ისე, რომ იგი კათოლიკურ ეკლესიას ეკურთხებინა.  მესმის, რომ ჩვენ არ ვართ დაქორწინებული და რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას ფრანჩესკოს ცხოვრებაში. მე მივწერე პაპს რათა მეთხოვა მისგან პატიება.  ბავშვს პაპის საპატივსაცემოდ მისი სახელი დავარქვი და  მჯერა, რომ ის იპოვის ადგილს თავის გულში, რათა მაპატიოს ეს საქციელი. მე ახლაც მიყვარს ჩემი გარდაცვლილი მეუღლე და სურვილი მაქვს ქვრივად დავრჩე, სანამ ამ ქვეყანას არ დავტოვებ. მაგრამ მე მჭირდებოდა ამ ახალგაზრდა, მხურვალე კათოლიკეს თესლი, რათა აღმესრულებინა ღვთის ნება“, -განმარტა მან.

აქამდე ითვლებოდა, რომ მსოფლიოს უხუცესი დედა მალეგვალე რამოკგოპა იყო, სამხრეთ აფრიკაში 1839 წელს დაბადებული ქალი, რომელმაც სავარაუდოდ, ტყუპები გააჩინა 92-ე წლისთავიდან სამი დღის შემდეგ, 1931 წლის 3 ოქტომბერს, რამაც მაშინ ქვეყნის მასშტაბით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

WORLD NEWS DAILY REPORT

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,600,085 ნახვა
%d bloggers like this: