პოლიტიკა

დავით ოქიტაშვილი ბიძინა ივანიშვილის მომხრეებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

Nusagi

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი განცხადებას ავრცელებს. ოქიტაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში რევანშისტული ძალები გააქტიურდნენ და საშიშროების თავიდან ასაცილებლად, ბიძინა ივანიშვილის მომხრეებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

“ჩემო ძვირფასო თანამემამულენო

თავს უფლებას ვაძლევ და მოგმართავთ თქვენ, საზოგადოების იმ ნაწილს, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა.

უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში ძალიან გააქტიურდნენ რევანშისტული და ბნელი ძალები, რომლებიც თავიანთ თავს დემოკრატებს უწოდებენ და რეალურად კი ძირს უთხრიან ქვეყანაში სიმშვიდესა და სტაბილურობას. კონკრეტულად კი  ადამიანთა ეს ჯგუფები ყველაფერს, რაც კი მათი აზრით ცუდი ხდება, აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს. რა თქმა უნდა, ეს  მიზანმიმართულად ხდება .

ამ ძალებს ჰგონიათ, რომ რაც უფრო მეტ სიბინძურეს მოიფიქრებენ,  და ლაფს დაასხამენ ბიძინა ივანიშვილს, დაბრუნდებიან ხელისუფლებაში ნაციონალური, ევროპული და დემოკრატიული ძალების სახელით.

ასეთი ძალების ნაწილი, არასწორ და ცრუ ინფორმაციას აწვდის ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რადგან იმედი აქვთ, რომ გამეფებული ნიჰილიზმი ჯანსაღ და კომპეტენტურ ძალებს არ მისცემს საშუალებას, გამოვიდნენ საზოგადოების წინაშე.

სწორედ ამიტომ მოგმართავთ თქვენ, ჩემო თანამემამულენო, რომლებიც 2011 წლიდან გავერთიანდით ბიძინა ივანიშვილის გარშემო, ვიბრძოდით ქვეყანაში არსებული ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ და მოვიპოვეთ კიდეც ღირსეული გამარჯვება. ხმა ავიმაღლოთ, გავერთიანდეთ და ჩვენი ერთობით და კომპეტენტური აზრით, გავაგებინოთ მოსახლეობას ბნელი და რევანშისტული ძალების მიზნების შესახებ.

შევიკრიბოთ და დავანახოთ ყველას, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები კი არ შევმცირდით რაოდენობრივად, არამედ უფრო გავიზარდეთ, რომ საზოგადოება კვლავ ერთიანი და ბრძოლისუნარიანია.  და რომ ვერანაირი ბნელი ძალა ქვეყანაში დესტაბილიზაციას ვერ შეძლებს”,-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,625 ნახვა
%d bloggers like this: