დანიაში, თურქეთის საელჩოს ორმა უცნობმა პირმა “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა

დანიაში, თურქეთის საელჩოს ორმა უცნობმა პირმა “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებენ, ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ინციდენტი ადგილობრვი დროით დილის საათებში მოხდა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

გამოცემის ინფორმაციით, დიპლომატიური უწყების შენობა დაზიანებულია, თუმცა დაზიანებები საელჩოს არცერთ თანამშრომელს არ მიუღია.

ერთი კვირის წინ, მსგავსი ვანდალური აქტი გერმანიაშიც განხორციელდა. ბერლინის ერთ-ერთ დასახლებაში თავდამსხმელებმა თურქული რეგილიური და კულტურული ადგილები დააზიანეს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: