ახალი დამატებული

“მინდა, არხის სახელით ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა”

Nusagi

ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის გენერალურმადირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის სახელით ბოდიში მოიხადა. საქმე ეხება გადაცემა “არჩევანის” წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რასაც მოქალაქეთა ნაწილის გაღიზანება მოჰყვა:

“არხის სახელით ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურტნალისტისგანცხადებით, თუმცა ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ მათ, რომლებიც დღეს აქ იყვნენ. ეს ადამიანები ჩვენს მიერ არგანიხილებიან ქრისტიანებად. ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად არც ერთი მოძალადე არ განიხილება”,– განაცხადა გვარამიამ.

დღეს არხის შენობასთან “ქართული მარშის” წევრები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა გიორგი გაბუნიას ტელეკომპანიის ეზოში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ამასთან, აქციაზე დაშავდა არხის ჟურნალისტი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,836 ნახვა
%d bloggers like this: