ტექნოლოგია

სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობაზე ჯარიმები მკაცრდება და ის 10 000 ლარიდან დაიწყება

Nusagi

სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობაზე ჯარიმები მკაცრდება და ის 10 000 ლარიდან დაიწყება. ასევე იზრდება იმ ობიექტების სია, რომლებიც სახანძრო ზედამხედველობას დაექვემდებარება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა

„ჩვენი ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება, რომ კანონპროექტის ფარგლებში გავზრდით ჯარიმების ოდენობას. თუმცა იმის გამო, რომ ჯარიმები გაიზრდება, ჩვენ აღარ ვიქნებით დამჯარიმებლები და სასამართლოს მივმართავთ ხოლმე. კონკრეტულ თანხაზე, თუ სადამდე გაიზრდება, საბოლოოდ ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული და კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ჯარიმები ალბათ, დააახლოებით, 10 ათასიდან დაიწყება. ჯარიმების ზრდასთან ერთად, გაიზრდება იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც ექვემდებარება სახანძრო ზედამხედველობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სასტუმროებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, როგორიცაა სავაჭრო კომპლექსები და ა.შ. გარდა ამისა, მაქსიმალურად გავზრდით შესაძლებლობებს იმისთვის, რომ კვალიფიციური პერსონალი მოვიზიდოთ, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა და აქვე დასძინა, რომ სახანძრო ზედამხედველობის კუთხით, უწყებაში ცალკე სტრუქტურული ერთეულის შექმნა განიხილება.

შალვა ხუციშვილმა ასევ თქვა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოხალისეთა სისტემის შექმნა იგეგმება. ხუციშვილის თქმით, წელს სიახლე იქნება ისიც, რომ მაშველები ზღვაზე პატრულირებას დრონებსაც გამოიყენებენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,854 ნახვა
%d bloggers like this: