უცხოური მედია

ტრამპი ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯას მოითხოვს

Nusagi

დღეს დონალდ ტრამპი ოპიოიდურ კრიზისთან ბრძოლის გეგმას წარადგენს. ამის შესახებ შიდა პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის საბჭოს დირექტორმა ენდრიუ ბრემბერგმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დოკუმენტში ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯის წინადადებაც არის შესული. “იუსტიციის სამინისტრო შეეცდება სიკვდილით დასჯის დაწესებას მიაღწიოს”- განაცხადა ბრემბერგმა.

ოპიოიდურ კრიზისთან ბრძოლის კიდევ ერთი პუნქტი იქნება ნარკოტიკულ პრეპარატებზე რეცეპტების გამოწერის მესამედით შემცირება.

გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ნარკოტიკების გამო ჯანდაცვის სისტემაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ტრამპის განცხადებით, აშშ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვით მსოფლიოში ლიდერობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,226 ნახვა
%d bloggers like this: