სამართალი

ირაკლი ოქრუაშვილი: ლიცენზიის ჩამორთმევის პროცესში ჩართული იყო ზურაბ ადეიშვილი

Nusagi

„ომეგა ჯგუფის“ სასამართლო პროცესზე დღეს მოწმის სტატუსით ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხა. ირაკლი ოქრუაშვილი 2004 წელს განვითარებული მოვლენების დროს გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.

ოქრუაშვილმა განაცხადა, „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ წინააღმდეგ აღძრული საქმე იყო სამართლიანი, რადგან კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ეხებოდა თუმცა, მისი შეფასებით, კომპანიაში სახელმწიფო უწყებების შევლის ფორმა არაადეკვატური იყო.

„ეს ტელეკომპანია საერთოდ არ წარმოადგენდა დიდად არაფერს და შესაბამისად, იმ რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ ამის დათმობა არ იყო სწორი პოზიცია. გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული კონტრაბანდაზე, ეს იყო სწორი და შესაბამისი მოქმედებები, შეიძლება ფორმა ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ კანონის ფარგლებში ჯდებოდა. რაც შეეხება ლიცენზიის დათმობას, შეიძლება დიდი ალბათობით, არასწორი იყო,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

პროკურორის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ლიცენზიის ჩამორთმევის პროცესში ჩართული იყო ზურაბ ადეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,226 ნახვა
%d bloggers like this: