საპატრულო პოლიციის, გურიის  სამმართველოს ინსპექტორს ნარკოტიკების მოხმარება დაუდგინდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს ინსპექტორს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა და სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა. ინფორმაციას “რეგინფო” შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სამორიგეო განყოფილების მორიგე ინსპექტორი ნარკოლოგიურ სამსახურში 15 მარტს გადაიყვანეს და შემოწმების შედეგად ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინეს.

შსს-ში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რომელ ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

მოსამართლის მიერ დადგენილების მიღების შემდეგ, შსს-ს თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: