ახალი დამატებული

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქორდიდან ნიკა საღირაშვილი ორი წელია დაკარგულია

Nusagi

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქორდიდან ნიკა საღირაშვილი ორი წელია დაკარგულია. მასზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა გამოაცხადა. შსს-სა და პროკურატურის ცნობით, ნიკა საღირაშვილის თაობაზე, რუსეთის, ქუვეითის, საუდის არაბეთისა და მონტენეგროს შესაბამის უწყებებს მიმართეს. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ოჯახის წევრების მობილურ ნომრებზე, სხვადასხვა დროს განხორციელებული სატელეფონო ზარია. კერძოს, ნიკა საღირაშვილის ოჯახის წევრების მობილურებზე სხვადასხვა დროს დაფიქსირდა ზარი რუსეთიდან, საუდის არაბეთიდან, თუმცა სატელფონო კონტაქტი ვერ შედგა. ოჯახს იმედი აქვს, რომ 27 წლის ნიკა საღირაშვილი ცოცხალია.

2016 წლის მაისში ნიკა საღირაშვილი მეგობრის ოჯახში იყო. მეგობრებს უთხრა, რომ სარწყავი წყალი დასაკეტი დარჩა და სუფრა დატოვა. გვიან ღამით, ნაკვალევის მიხედვით, სარწყავი წყლის არხისკენ გაემართა. ამის შემდეგ, მისი კვალი გაქრა.

მწვანე ღობეები რუსეთის სამხედროებმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის მოსანიშნად, დაამონტაჟეს. ახლობლები ეჭვობენ, რომ ნიკა საღირაშვილი რუსეთის სამხედროებმა წაიყვანეს.

ერგნეთში გამართული მოლაპარაკებების დროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თუმცა, რუსული მხარე ამ მასალებს საქართველოს დელეგაციას არ აძლევს. რუსული მხარე აცხადებს, რომ ნიკა საღირაშვილის დაკავება არ მომხდარა.

წყარო:imedinews

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,400 ნახვა
%d bloggers like this: