Uncategorized

დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადასცა

Nusagi

დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ერგნეთის საგუშაგოზე  გადასცა. ცხედრის გადმოცემა უშუალოდ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ჩართულობით მოხდა.

პროცესში  მონაწილეობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

ცხედარს ჯერ თბილისში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ, რის შემდეგაც წილკანში, საკუთარ სახლში მიასვენებენ.

22 თებერვალს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,559 ნახვა
%d bloggers like this: