პოსტები სოციალური ქსელიდან საზოგადოება

მამა იერონიმე: “ქართული მარში”-ს წევრები, რუსეთიდან გაერთიანდნენ და გუშინს მერე მაგინებენ, მლანძღავენ და მთართხავენ

Nusagi

საბერძნეთში მოღვაწე სასულიერო პირი იერონიმე ქათამაძე თავის ფეისბუქ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს:

“ქართული მარში”-ს წევრები, რუსეთიდან გაერთიანდნენ და გუშინს მერე მაგინებენ, მლანძღავენ და მთართხავენ… რას აღარ წაიკითხავთ მათ გვერდზე რუსული შრიფტით და ქართული სიტყვით…

ბატონი სანდრო ბრეგაძეც ფორმაშია.

 

კომენტარებიდან ჩანს რომ “ქართული მარშის” წევრების გაღიზიანება მისმა წინა პოსტმა გამოიწვია:

 

 

განა არ შეეძლო, ყოვლისშემძლე უფალს ელვით განეგმირა ისინი, ვინც მას გმობდნენ? მაცხოვრის მსგავსად ჩვენც უნდა ვთხოვოთ, დავარიგოთ და შთავაგონოთ ადამიანებს სიმდაბლით, მრისხანებისა და სიფიცხის გარეშე.

ღმრთის გმობა არ ამცირებს მის დიდებას და ამიტომ ასეთმა ქმედებამ თქვენში მრისხანება არ უნდა გამოიწვიოს,
“მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური” (იოანე, 18, 36).

ასევე მინდა წარმოგიდგინოთ კონსტანტინოპოლის “ორგზისი” კრების მეცხრე კანონი. ყოველგვარი ეჭვები რომ გამოვრიცხოთ, სრულად წარმოგიდგენთ კანონს, თავისი განმარტებითურთ: “სამოციქულო და საღმრთო კანონი განკვეთს მღვდლებს, რომლებიც სცემენ ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს ან შემავიწროებელ და მოძალადე ურწმუნოს. ზოგიერთები, თავისი გულისწყრომის ასრულების მსურველნი და სამოციქულო განწესებების ცილისმწამებლები, კრძალავენ მხოლოდ თავისი ხელით ცემას, თუმცა კანონში არაფერი ასეთი არ ჩანს, არც მართალი სიტყვის ასე გაგებას არ ბრძანებს კანონი. ნამდვილად ამაო და დიდად მცდარია ის აზრი, რომ განკვეთის ღირსია მხოლოდ ის, ვინც თავისი ხელით ცემის დროს ორჯერ ან სამჯერ დაარტყამს, ხოლო ის, ვინც უწყალოდ მცემელსა და მტანჯველს სიკვდილამდე ცემის უფლებას მისცემს ბრძანებით, დატოვებულ იქნეს განკანონების გარეშე!

კანონი კრძალავს საერთოდ ცემას და მცემელს სჯის. ჩვენც ასევე თანახმანი ვართ, რომ საღმრთო მღვდელმა სწავლითა და სჯულისდებით, როდესაც საჭიროა, საეკელსიო განკანონებით უნდა შეასმინოს უწესოებს და არა ცემით, შოლტით დასეროს ადამიანის სხეული. თუ ზოგიერთები სრულ ურჩობას გამოიჩენენ და განკანონების შეგონებას არ დაემორჩილებიან, არავინ კრძალავს მათ გადაცემას მათი ადგილების საერო მთავრებისათვის. ანტიოქიის კრების მეხუთე კანონი განსაზღვრავს, რომ ვისაც შფოთი და მკრეხელობა შეაქვს ეკლესიაში, მათი მოქცევა და დაწყნარება შეიძლება ხელისუფალთა მიერ”. ეს კი მოციქულთა 27-ე კანონი: “ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრავს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, ასეთი პირის სასულიერო წოდებიდან განკვეთას ვბრძანებთ, რამეთუ ეს უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია, პირიქით, სცემდნენ და იგი არ პასუხობდა“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

infopostalioni_rcifye

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,971 ნახვა
%d bloggers like this: