სოციალური ქსელები და მედია

ნინო ბურჯანაძე: მიხეილ სააკაშვილმა არც დამალა, რომ ეს გადაწყვეტილება მან მიიღო

Nusagi

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე თქვა, სადაც იმედის დარბევის საკითხზე იკითხება.

ამასთან, ბურჯანაძე ამბობს, რომ “იმედი” არა მხოლოდ სპეცრაზმმა, არამედ ნიკა რურუას დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმაც დაარბიეს, რომლებსაც ფორმა არ ეცვათ.

“მიხეილ სააკაშვილმა არც დამალა, რომ ეს გადაწყვეტილება მან მიიღო”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

21 თებერვალს 12-მა მოწმემ ჩვენება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მისცა.

სასამართლო პროცესზე ის ექსპერტები დაკითხეს, რომლებმაც ტელეკომპანიის დარბევის შემდეგ დაზიანებული და განადგურებული ტექნიკა აღწერეს.

საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედში“ შემოჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,964 ნახვა
%d bloggers like this: