სოციალური ქსელები და მედია

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას კატეგორიულად გმობს

Nusagi

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას კატეგორიულად გმობს-ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს

ის მიიჩნევს, რომ ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი ასე არ ექცევა ჟურნალისტებს. თაკო ჩარკვიანი მომხდარში რუსულ კვალს ხედავს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ამათ უკან დგას რუსული ფინანსი და რუსი ქილერები, რომლებიც მართლა პატრიოტებს ისტუმრებენ ამ ქვეყნიდან. 26 მაისის ამბები რომ იყო აი იქიდან დაწყებული  დავიწყეთ გამოძიება გარკვეულმა ადამიანებმა. შეგვრჩა უბინძურესი ბრიგადა. ერთი არის რომ  ვიღაცა იყოს ოპოზიციაში და არ მოსწონდეს რაღაცა და მეორე არის, რომ აი ამ უბინძურეს დაფინანსებულ ორგანიზაციას გაჰყვეს ადამიანი. ესენი ის ხალხი არიან, ვინც სისტემატიურად იკიდებს დიდ ტვირთს საქართველოში, რასაც ჰქვია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოძრაობა,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„მსგავსი მოძალადეები არ დასჯილან სათანადოდ. უფრო მეტსაც გეტყვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წაახალისა ეს ადამიანები,“ – ასე გამოეხმაურა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას „ნაციონალური მოძრაობა“ ხატია დეკანოიძის განცხადებით ე.წ. “ქართული მარში” სწორედ “ქართული ოცნების” შვილობილია და რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილს წარმოადგენს.

“ამ ადამიანების მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ჩვენ ვხედავდით მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას, რაც არ არის თანაბარი და პროპორციული იმ ქმედებასთან, რომელსაც ისინი ჩადიან,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მომხდარს ეხმაურება „ევროპული საქართველო.“ ირმა ნადირაშვილის შეფასებით, ეს იყო პირდაპირი თავდასხმა სიტყვისა და გამოხატვის  თავისუფლებაზე.

„ქართული მარში” სინამდვილეში არის, რუსული მახინჯი იდეოლოგიის გაერთიანება. ჩვენ ვართ მომსწრე როგორ დათარეშობენ ეს ადამიანები, ჩადიან დანაშაულს, ხელისუფლება ხელს აფარებს. ხშირ შემთხვევაში არც სჯის მათ ქმედებებს. შესაბამისად დღეს მომხდარზე მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას,”-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

„ფაქტიურად  ბოლო წლების განმავლობაში  იშვიათად იყო ინფორმაცია  ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალიან სამწუხაროა, რომ მძიმე ინციდენტი მოხდა და სახალხო დამცველი მიადევნებს თვალ-ყურს იმას, რომ დროულად მოხდეს  გამოძიება, მოხდეს სწორი კვალიფიკაცია ჟურნალისტზე თავდასხმის და ყველა პირი მიეცეს შესაბამის პასუხისგებაში,“აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს
Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,844 ნახვა
%d bloggers like this: